მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დღეს, 15:00 საათზე დაიბარეს. მისი თქმით, მისი ორი იურისტი რასაც ურჩევს, ისე იმოქმედებს.
„დღეს სუსი-დან მოვიდა წარმომადგენელი და მითხრა, რომ დღეს, 15:00 საათზე უნდა მოხვიდეთ დაკითხვაზეო. მე ვკითხე, შეიძლება ჩემს იურისტებს დაველაპარაკო-მეთქი?! რამდენადაც ვიცი, ხვალ, 15:00 საათისთვის ვიყავი დაბარებული. ამ წუთას დაველაპარაკები იურისტებს და შემდეგ გიპასუხებთ. მათ მაშინვე მოაწრეს ხელი, რომ ეს ადამიანი თანახმა არ არის დაკითხვაზე გამოგვყვესო და წავიდნენ. ჩემს პასუხს არ დაელოდნენ. ჩემი გადაწყვეტილება არის ისეთი, რასაც ჩემი ორი იურისტი მეტყვის, ისე მოვიქცევი”, _ განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილთან სუს-ის წარმომადგენლები მივიდნენ.