ვაშინგტონს არ აქვს იმედი, რომ პუტინი მზად არის უკრაინაში ომი დაასრულოს – ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ისაუბრა.
„დოჟდთან“ ინტერვიუში ჯონ კირბიმ რუსების განცხადებებსაც უპასუხა და თქვა,რომ ეს არ არის ომი რუსეთსა და აშშ-ს შორის, როგორც ამის წარმოჩენას რუსეთის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს.
“პუტინმა გადაწყვიტა ომის დაწყება უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. სამწუხაროდ, არაფერი, რასაც დღეს ვხედავთ, არ გვაძლევს რაიმე იმედს, რომ ის მზადაა დაასრულოს ეს ომი და შეაჩეროს მშვიდობიანი უკრაინელების ხოცვა. პუტინს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ დათანხმდება ჯარების გაყვანას და შეუერთდება ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განიხილოს ამ კონფლიქტის დასრულება”,- თქვა კირბიმ.
კირბიმ თქვა, რომ ომის გახანგრძლივება მხოლოდ პუტინის ინტერესებშია.