“რასაც გვინდა გავაკეთებთ, ეს მაინც და მაინც კარგი პასუხი არ არის უკრაინის მხრიდან”, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა..
“ეს ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ჩრდილია და ჩვენი მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის აგებული და დამყარებული გარკვეულ სტანდარტზე, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია. ის, რომ რასაც გვინდა გავაკეთებთ, ეს მაინც და მაინც კარგი პასუხი არ არის, თუმცა ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულ და მრავალმხრივ ურთიერთობებს მოიცავს, არამხოლოდ ორმხრივ ფორმატში” — განაცხადა გია ვოლსკიმ.