Human Rights Watch აცხადებს, რომ ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც მხარს უჭერს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, სავარაუდოდ, ომის დანაშაული ჩაიდინეს.
დანაშაული მოიცავს მართლსაწინააღმდეგო მკვლელობებს, იძულებით გაუჩინარებებს და სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმებს.
როგორც ცნობილია, Human Rights Watch-ის 50 გვერდიანი კვლევა ადგილობრივი მაცხოვრებლებთან და რეიდების შემსწრე თვითმხილველებთან ინტერვიუებს ეფუძნება.
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ავღანეთის სპეცრაზმის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს გაზვიადებულს და ყალბს უწოდებს.
რაც შეეხება ავღანეთის რეაქციას გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ავღანეთის სამხედრო წარმომადგენელმა დაადასტურა,რომ ზოგჯერ სპეცრაზმი შეცდომებს უშვებს, რადგან ისინი ყველაზე რთულ ოპერაციებს ასრულებენ.
მან ასევე დასძინა, რომ “არ ვართ მკვლელები და არსებობს ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა.