ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაცვის ყოფილი წევრი ამბობს, რომ მან შეიტყო, რომ ანჯელინა ჯოლი ბავშვებს ბრედ პიტთან საუბარს და მასთან დროის გატარებას უკრძალავდა.
გარდა ამისა, დოკუმენტებში რომლებიც ბრედ პიტის ადვოკატებმა სასამართლოს გადასცეს, ნათქვამია რომ ანჯელინა ჯოლი დაცვის წევრების გაჩუმებასაც ცდილობდა (NDA) არ გამჟღავნების დოკუმენტის გამოყენებით.
როგორც ცნობილია, უები იყო ჯოლის უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი ორი ათწლეულის განმავლობაში და ის ამ თანამდებობაზე დარჩა დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში წყვილის განქორწინების შემდეგ.
უების მტკიცებით, მას დაუკავშირდა ჯოლის წარმომადგენელი და სთხოვა შეეხსენებინა დაცვის თანამშრომლებისთვის, რაზეც ჰქონდათ ხელი მოწერილი და თუ ხმას ამოიღებდნენ, უჩივლებდა.
ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა უებს, რომ „ის ჩვენებას მისცემდა იმ განცხადებების შესახებ, რომლებიც მოისმინა. კერძოდ, ის რომ ჯოლი ბავშვებს მოუწოდებდა, თავი აერიდებინათ სმიტთან დროის გატარებისგან”.
ჩვენების მიცემის შემდეგ, ჯოლიმ უების კომპანია დაითხოვა.
როგორც ჩანს, თავად უები – რომელიც ახლა პიტთან მუშაობს – არ აცხადებს, რომ პირადად სმენია ჯოლის სავარაუდო კომენტარები შვილების მიმართ.
ჯოლი ამტკიცებს, რომ პიტის მოთხოვნა ამ NDA-ზე იყო მისი მცდელობა “დაფაროს” მისი სავარაუდო ძალადობა მასზე და მათ შვილებზე.
პიტისთვის ბრალი არასდროს წაუყენებიათ 2016 წლის ფრენის დროს ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებების გამოძიების შემდეგ.