ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს ბექა გ.ძის საქმეზე სასამართლო პროცესი. მას ბრალად ედება არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურება და გარყვნილი ქმედება.
ბრალდებულის დის, ვიკა გ.ძის თქმით, ერთ-ერთ პროცესზე ბადრაგმა ბექა გ.ძეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდებულმა პროტესტის ნიშნად სკამი დაამტვრია და ლურსმნების გადაყლაპვა მოახერხა.
“ერთ-ერთ პროცესზე კიდევ დაემატა ერთი მუხლი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას. ბექამ პროტესტის ნიშნად ლურსმნები გადაყლაპა. მას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა. მოგვიანებით ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ყველა პროცესზე ჩავატარებთ აქციებს, რადგან ბექას ოჯახი, პირველ რიგში, ვითხოვთ მოხდეს საქმის ობიექტურად გამოძიება.
ასევე, მინდა ვთქვა, რომ პატიმარზე მიდის ზეწოლა. ბექა თანახმა არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მაგრამ ეს იქნება მას შემდეგ, რაც ობიექტურად მოხდება საქმის წარმოება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მოწმეებზე მოხდა ზეწოლა და დაშინება“.
ბექა გ.-ძის სასამართლოს პროცესამდე აქცია გაიმართა. აქციის დროს მობილიზებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. აქციის მონაწილეების თქმით, ბექა არის უდანაშაულო და ითხოვენ საქმის ობიექტურად გამოძიებას.
შემდეგი სასამართლო პროცესი 29 თებერვალს არის ჩანიშნული.
ავტორი