გვატემალას სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრს, კარლოს როდასს და მის მოადგილეს, ანაჰი კელერს, თავშესაფრის დაწვაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სოციალური დაცვის ყოფილ მინისტრს, მის მოადგილეს და თავშესაფრის ყოფილ დირექტორს ბრალად ედებათ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, თავიანთი მოვალეობების შეუსრულებლობა და დაუდევრობით ჩადენილი მკვლელობა.
პროკურატურის მტკიცებით,სამივე პირს თავშესაფრის სამართავად საჭირო გამოცდილება აკლდათ.
როგორც ცნობილია, ხანძრის ღამეს თავშესაფრიდან გაქცევა ბავშვების ნაწილმა სცადა მაგრამ ისინი პოლიციამ დაიჭირა და თავშესაფარში დააბრუნა, რის შემდეგაც, მათ ბავშვები დასაჯეს და ჩაკეტეს ოთახში, სადაც არც სასმელი წყალი და არც სველი წერტილები არ იყო.
გავრცელებული ცნობით, თავშესაფარში მყოფი 700 ბავშვიდან 17 ადგილზე, ხოლო 24 საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვლა.
პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახანძრო სამაშველო სამსახური დროულად არ იქნა გამოძახებული და მოგვიანებით განაცხადეს, რომ ეს იყო ბუნტი და არა ხანძარი.
2016 წლის ნოემბერში სასამართლომ თავშესაფარს სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდა, მაგრამ სოციალური დაცვის სამინისტრომ ბრალდებები უარყო და გადაწყვეტილება გაასაჩივრა.