2020 წლის ივლისის ბოლოს, კოკისპირულმა წვიმებმა და წყალდიდობებმა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სახლებს და ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ევროკავშირი ჰუმანიტარული საჭიროებების დაფინანსებისთვის 80 000 ევროს გამოყოფს. 2020 წლის ივლისის ბოლოს, კოკისპირულმა წვიმებმა და წყალდიდობებმა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სახლებს და ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ევროკავშირი ჰუმანიტარული საჭიროებების დაფინანსებისთვის 80 000 ევროს გამოყოფს. ევროკავშირის ამ დაფინანსების საშუალებით წითელი ჯვარი დაზარალებულებს მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება – როგორც საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მიწოდებით, ასევე ფულადი მხარდაჭერით.
ჰუმანიტარული დახმარებით 3170 ადამიანი ისარგებლებს, ვისი სახლებიც დაიტბორა ან ვინც წყალდიდობის შედეგად მოსავალი დაკარგა. აღნიშნული დაფინანსება არის წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდში (DREF) ევროკავშირის საერთო შენატანის ნაწილი.
2020 წლის 29 ივლისის მდგომარეობით კოკისპირულმა წვიმებმა დააზარალა საქართველოს რამდენიმე რეგიონი, მათ შორის რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია, იმერეთი და კახეთი. რამდენიმე სოფელი იზოლირებული რჩება მას შემდეგ, რაც წყალდიდობებმა მდინარის ნაპირების დამცავი ჯებირები, გზები და ხიდები გაანადგურა. წვიმებმა ასევე დიდი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო მიწებს, მეურნეობებსა და ხეხილს, რაც დაზარალებული ოჯახისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა.
სამხრეთ კავკასიას ბუნებრივი კატასტროფები და საშიშროებები ახასიათებს. რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროკავშირი მხარს უჭერს კტასტროფების რისკის შემცირებას კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამის (DIPECHO) ფარგლებში, რამაც ხელი შეუწყო სტიქიური უბედურების საფრთხის ქვეშ მყოფი თემების რეაგირებისთვის მზაობის გაზრდას და მოწყვლადობის შემცირებას.