იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
„სააკაშვილი საქართველოში ჩამოდიოდა ერთადერთი მიზნით – ეს იყო არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების მოპოვება, თუმცა, ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელთა გამართული მუშაობის შედეგად სახელმწიფომ მოსახლეობას აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი, რაც ამ ხალხს უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდათ. სააკაშვილი აღმოჩნდა №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას ყოველთვის უტარდებოდა დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. მან დაიწყო თვითდაზიანების რეჟიმი და ეს იყო შიმშილობის გამოცხადება. სწორედ მაშინ ეს ხალხი, რომელიც ახლა ჩვენ მორალზე გველაპარაკება, მოუწოდებდა მას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს იქნებოდა პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.