იუსტიციის სამინიტრო სამართლდამრღვევად არის ცნობილი. რატი ბრეგაძის უწყებას სანქცია უკვე მეორედ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამო ეკისრება.
საქმე 15 დეკემბერს, სამინიტროს მიერ პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების და მისი პირადი კადრების გასაჯაროვებას ეხება.
გადაწყვეტილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიიღო.
“სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების პროპრორციულობის დაცვა, შემოწმებით გამოვლინდა სხვა სამართალდარღვევის ფაქტებიც, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახური, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით – 3 (სამი) ეპიზოდი – კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნის გარეშე, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველი, 2022 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდის გასაჯაროების, ვიდეოთვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ინფორმირებისა და სამედიცინო დაწესებულებაში განთავსების ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით განხორციელებული ჩანაწერების ვადის განსაზღვრის გარეშე შენახვის ფაქტებზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური, ასევე, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, ვიდეომეთვალყურეობის თაობაზე გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებისა და სამედიცინო პერსონალის წერილობითი ინფორმირების გარეშე ვიდეოთვალთვალის განხორციელების ფაქტზე”, – წერია გადაწყვეტილებაში.
წყარო: alia.ge