დღეს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 4 პაციენტს გაწერერენ. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა გააკეთა.
„მივიღეთ უარყოფითი პასუხები და რამდენიმე საათში 4 პაციენტი დატოვებს კლინიკას“,_ განაცხადა რატიანმა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 184 გამოჯანმრთელებულია, 6 კი გარდაცვლილი.