ვიდეო, რომელსაც “გურია ნიუსი” გთავაზობთ, ქუთაისში, კერძოდ, ფარცხანაყანევთანაა გადაღებული. ვიდეოში კარგად ჩანს გზაზე შეჩერებული მძიმეწონიანი ავტომანქანების კოლონა. რატომ არიან შეჩერებული ავტომანქანები გზაზე, ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” შსს-ს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ე.წ. ტრაილერების გაჩერება ხდება საქართველოში რამდენიმე ადგილას, რადგან კარგად იქნეს გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რომლებიც დაწესდა კორონავირუსის გავრცელების პირობებში. სარფის საბაჟოზე ხდება დიდი კონტროლი და ეს კონტროლი, რომ ეფექტურად და სწრაფად მოხდეს, ამის გამო დაწესდა მათი გაჩერება რამდენიმე ადგილას.