ირაკლი მარშანიშვილი, რომელიც ლანჩხუთის საკრებულოში „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენს, ამბობს, რომ სოფელ გულიანში წყლის რეაბილიტაციისთვის 214 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა, სოფელი მაინც წყლის გარეშეა დარჩენილი.
„რა ხდება ამასთან დაკავშირებით. 214 ათასი ლარი გამოიყო წყლის სისტემის მოსაწყობად, მილები ტყულადაა დაყრილი, სოფელს წყალი არ აქვს“, _ ამბობს მარშანიშვილი.
დეპუტატის პასუხად მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე განმარტავს, რომ გულიანში წყალმომარაგების სისტემის განხორციელებისას ხარვეზი წარმოიქმნა ჭაბურღილის მოწყობის საკითხში.
„ჭაბურღილში წყალი არ ამოდის, დოკუმენტაცია გადაგზავნილია შესასწავლად შესაბამის ორგანოებში“, _ ამბობს სამსახურის უფროსი.
ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, მსგავსი პრობლემა გარდა გულიანისა, სუფსაშიც წარმოიშვა და საქმეს შესაბამისი ორგანოები სწავლობენ.
ავტორი: სოფო წილოსანი