კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 2 000-ს აჭარბებს, ინფიცირებული კი 79 000 ადამიანია, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის გამოსაცხადებლად ოფიციალური კატეგორია აღარ არის.
„ჯანმო არ იყენებს შეფასების ძველ სისტემას, რასაც ბევრი ადამიანი 2009 წლიდან იცნობს. საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების ფარგლებში, ჯანმო აცხადებს საერთაშორისო შემაშფოთებელ მდგომარეობას“,_ განაცხადეს ჯანმოში.