ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და კიევის დინამოს მცველმა იოსიპ პივარიჩმა ახსნა, რატომ არ ჩამოართვა ხელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ.
“როგორც გახსოვთ, მაშინ ძლიერად წვიმდა. ჩვენი კაპიტნის, ლუკა მოდრიჩის შემდეგ მესამე ან მეოთხე ვიყავი და მეც მინდოდა პუტინისთვის ხელი ჩამორთმევა. მაგრამ იმ მომენტში ის შებრუნდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. პროცესის გაჭიანურება არ მინდოდა”, – ციტირებს პივარიჩს Football24.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატიის ნაკრებმა საფრანგეთთან ორბურთიანი სხვაობით, 2:4 წააგო.
წყარო: sportall.ge