ცნობილმა საერთაშორისო მიმომხილველმა აბონ ციციაშვილმა ეთერში წარმოთქვა “ცნობილი ტექსტი”: – ამერიკის პრეზიდენტს რეიგანს ნუ დაავიწყდება ქართული ანდაზა: “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”.
მეორე დღეს გია ფერაძე ტელევიზიის დერეფანში დახვდა რეიგანის ნიღბით, შავ კოსტიუმში გამოწყობილი და შორიდან დაუძახა:
– ბატონო აბონ! რა გინდათ ჩემგან, რატომ არ დამანებებთ თავს?!
სანამ გია მიუახლოვდებოდა, გაოგნებული აბონ ციციაშვილი უკან, სტუდიაში შესვლას ცდილობდა.