რატომ არ ერთვება FBI 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში. განმარტება დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გააკეთა.
“კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ ოჯახს. ეს უდიდესი ტრაგედიაა განსაკუთრებით ოჯახისთვის, რომელიც შვილს კარგავს. ვხვდებით, რაოდენ დიდ ტკივილს განიცდის, ვუსამძიმრებ ოჯახს. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ FBI არის სამართლადამცავი ორგანიზაცია აშშ-ში და მათი იურისდიქცია ვრცელდება აშშ-ზე. რაც შეეხება მათ საქმიანობას ფარგლებს გარეთ, ეს ხდება მაშინ, როცა საქმეში აშშ-ს მოქალაქეა ან აშშ-ს ინტერესია, სხვა მხრივ მათი იურისდიქცია საკმაოდ შეზღუდულია”, – თქვა კელი დეგნანმა.