ფეისბუქის ჯგუფში _ “წიგნის ჭიები“ სოციალური ქსელის მომხარებელი მარიამ ბალიაშვილი ლიკა ქავჟარაძისა და ალენ დელონის შესახებ საინტერესო ისტორიას აქვეყნებს.
“ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ ლიკა ქავჟარაძის გაცნობის სურვილი თავის დროზე თავად ალენ დელონმაც გამოთქვა, თუმცა, ქართველი მსახიობისგან უარი მიიღო.
როგორც ყვებიან, “ნატვრის ხის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ფილმების რეტროსპექტივაზე პარიზში წარდგენილი „ნატვრის ხეც” იყო. ჩვენებას ლიკა ქავჟარაძეც ესწრებოდა.
პარიზში ყოფნის პერიოდი დაემთხვა მის დაბადების დღეს, რომელიც ქართველ მსახიობს “ეიფელის კოშკის” რესტორანში აღუნიშნავს.
საღამოს, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის ქუჩას ფეხით მიუყვებოდა, მის წინ მანქანა გაჩერდა. ლიკა ქავჟარაძემ მანქანაში ალენ დელონი იცნო _ ცნობილმა მსახიობმა მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ლიკას გაცნობა სთხოვა.
ლიკას, თურმე, ძალიან შეეშინდა, დაიბნა და ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა სასტუმროსკენ..
თავად მსახიობი ასე იხსენებდა ამ შეხვედრას: “ღამე მოვდიოდი პარიზის ერთ-ერთ ქუჩაში. უცებ გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ალენ დელონი. ისეთი მომენტი იყო, კონტაქტი რომ უნდოდა და… მე შემეშინდა, შევხედე და განვაგრძე გზა. აუ, ყველა ამბობდა ამის შემდეგ, როგორ არ გაეცანიო. ვერაფრით ვერ გავბედავდი”, _ იხსენებს ლიკა ქავჟარაძის მონათხრობს მარიამ ბალიაშვილი.