„უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ზელესკიმ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, მან პირველად შესთავაზა სააკაშვილს, რომ ყოფილიყო მისი რეფორმების მრჩეველი, მაგრამ მან უპასუხა, რომ ეს არ იყო მისი დონე და თვითონვე გამოთქვა ვარაუდი, რომ “მას შეუძლია მონაწილეობდეს რეფორმებში და იყოს პრემიერ- მინისტრის მოადგილე რეფორმების კუთხით”.
როგორც გამოცემა წერს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის პრემიერ-მინისტრთან განიხილავდა ამ საკითხს, მაგრამ მაშინ სააკაშვილის დანიშვნას ფრაქციაში არ დაუჭირეს მხარი. და ბოლოს, იგი დაინიშნა რეფორმის აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარედ.
ზელენსკიმ გამოცემასთან საუბრისას ასევე განმარტა, რომ უკრაინული პასპორტი სააკაშვილს დაუბრუნა, რადგან “ეს სამართლიანი იყო”.
ზელენსკის თქმით, მას არ ეშინია, რომ რეფორმების აღმასკომის თავმჯდომარემ რაღაც მომენტში შეიძლება დაიწყოს მის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ეს მოხდა მეხუთე პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან, რადგან სააკაშვილი არასდროს ყოფილა მისი მეგობარი.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.