არქიმანდრიტმა გიორგი გურჩიანმა საშობაო ეპისტოლეს დაგვიანება ტექნიკური პრობლემით ახსნა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ეპისტოლეში ბეჭდური შეცდომა იყო დაშვებული.

„ეს არ არის ტრაგედია, გამოქვეყნდება. მე რამდენადაც ვიცი, იქ ბეჭდური ხარვეზი იყო, შეცდომით ხომ არ გამოაქვეყნებდნენ. დაბეჭდავენ და გამოაქვეყნებენ. მთავარია, იქ რასაც დაწერენ, ის კარგად წავიკითხოთ, გავიგოთ და შევასრულოთ.
რაღაც შესწორება შეიტანეს, ბეჭდური ხარვეზი იყო და ვერ მოესწრო, რამდენადაც მე ვიცი.
ნიშვნელოვანი იყო თუ არა, ეს არ ვიცი, მაგრამ არ არის ეს ტრაგედია, დღეს თუ ხვალ გამოქვეყნდება.
არაფერი არ მუშაობს და როგორც ჩანს, ამან გამოიწვია რაღაც დაბრკოლება“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
საშობაო ეპისტოლე ლიტურგიაზე არ წაუკითხავთ.
ილია მეორის საშობაო ეპისტოლე დღეს გამოქვეყნდება.































































