“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა შს მინისტრის გიორგი გახარიას. ჟურნალისტებმა პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს ჰკითხეს თუ რატომ არ იყო გახარია ოფისში, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ დღეს შს მინისტრის ყოფნის აუცილებლობა არ იყო.
“ეს იყო უმრავლესობის სხდომა. გიორგი გახარია გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი და სხდომაზე მისი ყოფნის აუცილებლობა არ იყო”, – განაცხადა კახა კალაძემ.