ამ დროისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოგფელ ხიდისთავს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში ზურაბ მათითაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, ელექტროენერგიის შეწყვეტა მაღალი ძაბვის ხაზის დაზიანებამ გამოიწვია.
“დაზიანებულია მაღალი ძაბვის ხაზი. ამ წუთებში მუშაობს ბრიგადა”, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა.