ჩოხატაურში ხიდისთავის თემში შემავალ სოფლებს წყალი არ მიეწოდება.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა გვითხრა, წყლის მიწოდება მოსახლეობას 2 დღეში აღუდგება.
წყლის შეწყვეტის მიზეზად კი წყლის ქსელზე მიმდინარე სამუშაოები სახელდება.