დღეს ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში და სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. #4 საჯარო სკოლაში გუშინ ხანძარი იყო.
როგორც ოზურგეთის საგანმანათებლო რესურსცენტრის დირექტორმა ლალი სიჭინავამ გვითხრა, შენობის სხვენში გაჩნდა ხანძარი.
“ხანძარის ლიკვიდაცია დროულად მოხდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების მიერ. დაახლოებით ოთხ დღეში მოხდება სასწავლო პროცესის აღდგენა. გაცდენილი დღეები შაბათის დღის ხარჯზე აღდგება.” – გვითხრა ლალი სიჭინავამ.
რაც შეეხება თხინვალის სკოლას იქ ელექტროენერგის მიწოდების პრობლემა არის და ახლა მიმდინარეობს ამ საკითხის გადაჭრა. პრობლემის მოგვარებამდე სოფელ თხინვალის სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს გააგრძელებენ სოფელ შრომის საჯარო სკოლაში. ასევე სოფელ თხინვალში მეორე ცვლაში სასწავლო პროცესი უტარდებოდა ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ამ ეტაპზე ისინი სასწავლო პროცესს ხრიალეთის სკოლაში გააგრძელებს სასწავლო პროცესს.
ამ ეტაპზე უცნობია როდის დაუბრუნდებიან ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეები მშობლიურ სკოლას.
როგოროც “გურია ნიუსი” წერდა იქ დაგეგმილია ახალი შენობის მშენებლობა.

































































