ბელარუსის პრეზიდენტი მობილური ტელეფონით არ სარგებლობს. ამის შესახებ სააგენტო БЕЛТА-ს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ თავად განაცხადა.
„შეიძლება ეს ცუდიცაა, მაგრამ მობილური ტელეფონი არ მაქვს. ვხედავ, როგორ აქვთ ჩემს კოლეგებს თავი ტელეფონში ჩარგული, მაგრამ მე უსაფრთხოებას ვიცავ.
თუ ვიღაც მირეკავს, ასისტენტს მოაქვს ტელეფონი და მაწვდის. ახლა ტელეფონი ჯიბეში გაქვთ და ყველა, ვისაც ეს სჭირდება, ხედავს, სად იმყოფებოდით“, _ განაცხადა ლუკაშენკომ.