ცოტა ხნის წინ, გერმანიის, მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ უმჯობესია საძინებელში ღამით ფანჯარა დავხუროთ. მეცნიერთა აზრით, არ უნდა იძინოთ ღია ფანჯარასთან, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ძილის დროს საჭიროა სიწყნარე.
ღამით ცუდი ძილის მიზეზი ხშირ შემთხვევაში, – ტრანსპორტის ხმაურია. მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს ხმაური დიდ გავლენას ახდენს განწყობაზე და ჯანმრთელობაზე მაშინაც კი, როცა ადამიანს ძინავს და თითქოს ვერც ამჩნევს მას.
მეცნიერთა აზრით, როდესაც მახლობლად მანქანა გაივლის, მძინარე ადამიანის სხეული სტრესის ჰორმონებს გამოჰყოფს, რამაც შეიძლება ქოლესტერინის და არტერიული წნევის მკვეთრი აწევა გამოიწვიოს. ეს თავის მხრივ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკს ზრდის. გარდა ამისა, ღამის სტრესმა ფსიქიკურ დაავადებებსაც კი შეიძლება შეუწყოს ხელი – მაგალითად დეპრესიას, შფოთვას, ნევროზს.
ექსპერტები გვირჩევენ, გულდასმით გავანიავოთ ძილის წინ საძინებელი ოთახი. მათი კვლევების თანახმად, ამით შესაძლებელია იმ კომფორტული ტემპერატურის მიღწევა, რომელიც საკმარისია ოთახში დილამდე დარჩეს.
































































