გაზაფხულზე გველები ნელ-ნელა იღვიძებენ, მათ შორის – გველხოკერები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მოიქცეთ მათთან მოულოდნელად შეხვედრისას.
მოკვლა არ არის რეკომენდებული, რადგან, როგორც წესი, ჩვენთან არსებული ჯიშები ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მით უმეტეს, გველხოკერები.
გველები სოციალური არსებები არ არიან. ისინი არ ცდილობენ ადამიანთან მეგობრობას და არ ეძებენ მათთან შეხვედრებს. როგორც ინტროვერტული არსებები, უპირატესობას იზოლაციას ანიჭებენ. ის ფაქტი, რომ ხოკერები, თქვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო. რა შეიძლება იყოს?
თუ თქვენს მიწაზე ბევრი ცოცხალი არსებაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილი გველისთვის გემრიელ ადგილად იქცევა. გველებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს აგარაკზე ნაგვის ან სამშენებლო ნარჩენების გროვა, რომელსაც დიდი ხანია არავინ ეხება!
ასეთი გროვა შესანიშნავი თავშესაფარია გველისთვის. საინტერესოა, რომ გველი არასდროს ესხმის თავს ადამიანს. ქვეწარმავლები ადამიანებს ეხმარებიან კიდეც: ისინი ანადგურებენ მღრღნელებს, რომლებიც აფუჭებენ ნარგავებს.