ორი დღის წინ მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება „გრემის“ რიგით 64-ე დაჯილდოება გაიმართა.
ცერემონიალს არაერთი პოპულარული ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი და მისი მეუღლე, ამერიკელი მოდელი ჰეილი ბიბერი, რომლებმაც საკუთარი ჩაცმის სტილის გამო დიდი კრიტიკა დაიმსახურეს.
ჰეილიმ „გრემის“ დაჯილდოებაზე „ივ სენ ლორანის“ აბრეშუმის კაბით გამოჩნდა.
ჯასტინმა კი „ბალენსიაგას“ ბლეიზერსა და შარვალს „ვალენტინოს“ ვარდისფერი ქუდი შეუხამა.