სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის ზემოსურების მე-13 უბანზე საჩივარი დაწერა.
რა სახის საჩივარი დაიწერა და ვის მიერ “გურია ნიუსმა” ამის გარკვევა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, იოსებ სანიკიძესთან სცადა.
“დაახლოებით, 11 საათსა და 25 წუთზე, “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა, თქვა, რომ კაბინიდან ხანდაზმული ადამიანი ნახევრად დაკეცილი ბიულეტენით გამოვიდა და კაბინის გარეთ დაკეცა. რის გამოც დაწერა საჩივარი”, _ გვითხრა სანიკიძემ.
“სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი, ანა მაისურაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებით ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.