ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სკვერს რეაბილიტაცია უკეთდება და მისი კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს, ქალაქ ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მერაბ წივწივაძის თქმით, გამარჯვებული კომპანია ასრულებს.
როგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთულებმა უთხრეს, პარკის დემონტაჟი არჩევნების დღეს დაიწყო.
_ როდის გამოცხადდა ტენდერი ზუსტად არ მახსოვს, 2 კვირის წინ გაფორმდა ხელშეკრულება. სამუშაოებს გამარჯვებული კოპანია ასრულებს, პარკისა და არსებული ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, არჩევნების დღეს დაწყეს თუ შაბათ–კვირას. ეს გამარჯვებული კომპანიის პრეროგატივაა, _ამბობს წივწივაძე, რომელიც არ აკონკრეტებს რომელ კომპანიაზეა საუბარი.