საჯარო სამსახურის ბიურომ იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებმაც დეკლარეციები შეცდომით შეავსეს ან შეგნებულად არ მიუთითეს ყველა ის ფაქტი, რომლის ასახვაც აუციელებელი იყო.
დაჯარიმებულთან სიაში აღმოჩნდა ნათელა თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ის დაჯარიმდა ოჯახის წევრის (მეუღლის) შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებული ცდომილების გამო.
ცნობისთვის, 2019 წლის განმავლობაში შემოწმდა კომისიის მიერ შერჩეული 295 თანამდებობის პირი საიდანაც დადებითად შეფასდა 126 დეკლარაცია, დაჯარიმდა – 125, გაფრთხილდა -36, წარმოება შეწყდა – 6 შემთხვევაში და სასამართლოში შეტანილი საჩივრის საფუძველზე წარმოება შეჩერდა – 2 თანამდებობის პირზე. შემთხვევითი შერჩევით შერჩეული თანამდებობის პირებიდან შემოწმდა 301 დეკლარაცია, საიდანაც დადებითად შეფასდა – 111, დაჯარიმდა – 131, გაფრთხილდა – 37, წარმოება შეწყდა – 21 შემთხვევაში და პროკურატურაში გადაიგზავნა – 1 თანამდებობის პირზე ინფორმაცია.
2019 წლის განამვლობაში შემოწმებულ თანამდებობის პირთა შორის მონიტორინგი განხორციელდა 36 საიდუმლო თანამდებობის პირზე, საიდანაც: • დადებითად შეფასდა – 11 საიდუმლო თანამდებობის პირის დეკლარაცია; • გაფრთხილდა – 6 საიდუმლო თანამდებობის პირის დეკლარაცია; • დაჯარიმდა – 19 საიდუმლო თანამდებობის პირის დეკლარაცია.