მეთიუ პერიმ განმარტა, თუ რატომ დაშორდა წლების წინ, მსახიობ ჯულია რობერტსს.
„ჯულია რობერტსის გაცნობა ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის. მუდმივად დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ჩემთან დაშორებას აპირებდა. ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ ამეტანა მისი დაკარგვის გარდაუვალი აგონია, დავშორდი ლამაზ და ბრწყინვალე ჯულია რობერტსს”,_ განაცხადა პერიმ.
ინფორმაციისთვის, ისინი დამეგობრდნენ სერიალ Friends-ის მეორე სეზონში ჯულია რობერტსის გამოჩენამდე და მათი ურთიერთობა გაგრძელდა ექვსი თვის განმავლობაში. 1996 წლის აპრილში კი დაშორდნენ.