„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწემ, სოფიო ჩხაიძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი შტატგარეშე თანამშრომლად გადაყვანა გახდა, თუმცა, ჩვენივე ინფორმაციით, სოფიო ჩხაიძეს სხვა სამსახურის შემოთავაზებაც აქვს.
„გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ჩხაიძესაც დაუკავშირდა, თუმცა, ამ დროისთვის მისი ტელეფონი გამორთულია. ჩხაიძის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.