არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო ქალები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ არყის მცირე დოზა.
მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთიდან გამოიკვლიეს, თუ რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი.
აღმოჩნდა, რომ დათრობის შემდეგ მამაკაცის ტვინში იშლება სახის სიმეტრიულობის აღთქმის უნარი, იგი ვეღარ არჩევს ულამაზო და ლამაზ სახეს. ასე, რომ სახე უფრო სიმეტრიული ეჩვენება, არა და სახის სიმეტრიულობა განსაზღვრავს შემდგომ სილამაზეს.
მეცნიერებმა ექსპერიმენტისთვის 64-მა სტუდენტი მამაკაცი გამოიყენეს, რომელიც ორ ჯგუფად დაყვეს.
პირველ ჯგუფს დაალევინეს ალკოჰოლი, ხოლო მეორე ჯგუფი ფხიზელი იყო.
მათ წინ დაულაგეს ქალების ფოტოები, სიმეტრიული და ასიმეტრიული სახით. საოცარია, მთვრალებმა სწორედ ის ქალები მიიჩნიეს მომხიბვლელად, რომლებიც ფხიზლებისთვის მიუღებელი იყო.