საინტერესოა, რატომ ესწრება შეხვედრას რიგითი მოსამართლე ლევან მურუსიძე და რატომ არ ესწრება სხვა რიგითი მოსამართლეები, რომლებიც არ იკავებენ ადმინისტრაციულ თანამდებობებს, _ ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა სასამართლო რეფორმის სამუშაო შეხვდრის დაწყებამდე.
“სამუშაო შეხვედრა არ არის პირველი, თუმცა, უზენაესი სასამართლოს თემაზე პირველად ვხდებით. 2017 – 2018 წლრბის განმავლობაში, დაახლოებით, 10 შეხვდრა გაიმართა, რომელიც იყო უშედეგო. ამ შეხვედრებში ძალიან დიდი დრო დაიხარჯა, მათ შორის, ადამიანური რესურსიც. ვეცდები, გავარკვიო თანამშრომლობის ფორმატი, რატომ ესწრება ამ შეხვდრას ლევან მურუსიძე, რომელიც რეალურად არის რიგითი მოსამართლე და რატომ არ ესწრებიან სხვა რიგითი მოსამართლეები, რომელთაც არ უკავიათ ადმინისტრაციული და სხვა ტიპის თანამდებობები. ამიტომ ფორმატი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. კითხვებს პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს, თუ შესაძლებლობა იქნება, რომ შედგეს თანამშრომლობა, გავაგრძელებთ ჯგუგში მუშაობას”, _ განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა სასამართლო რეფორმის სამუშაო შეხვდრის დაწყებამდე.