https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ გადაკეტა ნინოშვილის მოსახლეობამ ოზურგეთი-ლანჩხუთის გზა

9:02; 19.02.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასულ ოთხშაბათს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში, გულიანის, ჩოჩხათისა და ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობამ მორიგი აქცია გამართა და ოზურგეთი-ლესის ავტობანზე მომუშავე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

საქმე ისაა, რომ ავტობანის გრიგოლეთის 12-კილომეტრიან მონაკვეთზე მომუშავე კომპანიის _ “ბორანის” კუთვნილი მძიმეწონიანი მანქანები, რომლებიც ინერტულ მასალას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურიდან ეზიდებიან, ტრანსპორტირებისთვის ოზურგეთი-ლესის გზას იყენებენ. ნინოშვილისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა სწორედ ამ მძიმეწონიანი მანქანების ხშირ მოძრაობას აპროტესტებენ და მათთვის ალტერნატიული გზის მოძებნას ან მათი ტვირთმზიდაობის შეზღუდვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განმარტებით, ინერტული მასალით დატვირთული მანქანების მოძრაობა საცხოვრებელ სახლებს აზიანებს და მათ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

“ეს ისედაც დიდი მოცულობის მანქანები დამატებით ზედმეტი ტვირთით დადიან, რის გამოც გზაც ზიანდება და ჩვენი საცხოვრებელი სახლებიც, მით უმეტეს, რომ ისედაც მეწყრული ზონაში ვცხოვრობთ. თანდათან უფრო გაუსაძლისი ხდება ჩვენი ყოფა, დღე კი არა, არც ღამის საათებში გვაქვს მოსვენება. კომპანია კი ამბობს, რომ თითქოს საღამოს ექვსი საათის შემდეგ აღარ მუშაობენ, მაგრამ ფაქტია, რომ 24-საათიან რეჟიმში გადაადგილდებიან ეს მანქანები.

 ჩვენი მოთხოვნაა, თუ ალტერნატიული გზის მოძებნა არ მოხერხდება, ნორმაზე მეტი ტვირთით მაინც ნუ დატვირთავენ ამ მანქანებს. გასაგებია, რომ ავტობანი კეთდება და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის გამო გაკეთებული ინფრასტრუქტურაც არ უნდა გავაფუჭოთ და მოსახლეობაც არ უნდა დავაზარალოთ.

მარტო ცენტრალური გზა კი არაა გაფუჭებული, არამედ სოფლის შიდა გზებიც გამოსულია ამ მანქანების გამო მწყობრიდან. ყველა კარგად ხედავს, რომ ეს გზა ვერ უძლებს ამ მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას, მაგრამ რატომღაც მაინც მისცეს უფლება  კომპანიას აღნიშნული გზით ესარგებლა. ჩვენ ხელთ გვაქვს გეოლოგების დასაბუთებული დასკვნა, სადაც ნათლად ჩანს, რა მდგომარეობაშია ჩვენი სახლები და გზა. ახლა, ვისაც ევალება, კეთილი ინებოს და დაადგინოს, რეალურად რა ტევადობის ტვირთის მქონე მანქანებს შეუძლიათ იარონ აქ. მერე დადგან სასწორი და გააკონტროლონ კომპანიის კუთვნილი მანქანების ტვირთმზიდაობა. სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, მანამ ავტობანზე მომუშავე ვერც ერთი მანქანა ვერ გაივლის აქ”, _ ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები.

ნინოშვილში მოსახლეობასთან შესახვედრად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და კომპანია “ბორანის” წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. საბოლოოდ, შეთანხმება შედგა და გადაწყდა, რომ სანამ არ დაიდგმება სასწორები და არ გაკონტროლდება ინერტული მასალით დატვირთული მანქანების რეალური წონა, მანამ ავტობანზე მომუშავე მანქანები ამ გზით ვერ ისარგებლებენ. პირობის არშესრულების შემთხვევაში კი, ნინოშვილისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა აქციის განახლებისა და გზის გადაკეტვის პირობას ძალაში ტოვებს.

აღნიშნულ აქციას, რამდენიმე დღით წინ უსწრებდა სოფლის მოსახლეობის შეხვედრა მხარის გუბერნატორთან, მერაბ ჭანუყვაძესთან, რომელზეც მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძეც იმყოფებოდნენ. ამ შეხვედრას გზების მოვლა-შენახვის კონტრაქტორი და კომპანია “ბორანის” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც ლანჩხუთის მერიის ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი, ორმხრივი შეთანხმება ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის მაშინაც შედგა.

“მოსახლეობასთან ერთად საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ორივე მხარის ინტერესი აუცილებლად იქნება დაცული. ჩვენ, ამ საკითხზე უკვე დავიწყეთ მუშაობა, მოვიწვევთ გეოლოგებს და არსებული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება”, _ ამბობდა ნინოშვილელებთან შეხვედრის შემდეგ მერაბ ჭანუყვაძე, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ სოფლის მოსახლეობა მხარის გუბერნატორთან დადებული შეთანხმებით ვერ დაკმაყოფილდა და შეხვედრიდან რამდენიმე დღეში აქციაც გამართა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რომელ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას _ მთავრობის გადაწყვეტილება

16:56; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

10:08; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

20:12; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

„სურები 2 ჰესის“ გზშ-ს განხილვა მოსახლეობის ერთი ნაწილი, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

18:26; 23 იანვარი, 2026

ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა

მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

ყველა სიახლე

მსოფლიო

არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

17:44; 24.01.2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24.01.2026
საზოგადოება

რომელ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას _ მთავრობის გადაწყვეტილება

16:56; 24.01.2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24.01.2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24.01.2026
სამართალი

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

13:16; 24.01.2026
სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის აღწევენ მიზანს

10:41; 24.01.2026
ზაფრანი

რომელ საკვებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა

10:40; 24.01.2026
ზაფრანი

ვინ მოგცემთ საუკეთესო რჩევებს

10:39; 24.01.2026
ზაფრანი

როდის და როგორ კარგავთ სიყვარულს

10:37; 24.01.2026
საზოგადოება

„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

10:08; 24.01.2026
სამართალი

“ნაცნობს საფულე მოპარა და საბანკო ბარათებით პროდუქტები იყიდა”

21:09; 23.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

20:55; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო