ამ დღეებში რუსეთში მიღებული კანონი ელექტრონული გამოძახების შესახებ უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომის მომზადების ნაწილია. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა იუწყება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი კანონის მთავარი შედეგია გამოძახების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა, რაც მობილიზებაში არსებული მთავარი პრობლემის – გამოძახების მიღებისგან თავის არიდების აღმოფხვრას ემსახურება. ახლა ხელისუფლებას შეეძლება, დაისაჯოს ისინი, სამუშაო უფლების ავტომატურად შეზღუდვითა და ასევე, საზღვარგარეთ მოგზაურობის შეზღუდვით.
“რუსეთი ამჟამად პრიორიტეტულ ყურადღებას აქცევს დამატებითი მოხალისე ჯარების დაკომპლექტებას. თუმცა, ეს ღონისძიება, სავარაუდოდ, ცოცხალი ძალის აყვანის გრძელვადიანი მიდგომის ნაწილია, რადგან რუსეთი უკრაინაში გაჭიანურებულ კონფლიქტს ელის”, – ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის განცხადებაში.