ჰამერტონის ზოოპარკიდან პოლიციამ, სერიოზული შემთხვევის მიზეზის არსებობის გამო, დამთვალიერებლები გაიყვანა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ევაკუაციის მიზეზი ვეფხვის გაქცევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რაც მედიასთან ზოოპარკის პრესსპიკერმა არ დაადასტურა.
„ვადასტურებთ, რომ არცერთი ცხოველი არ არის გაქცეული და ზოოპარკი საზოგადოებისთვის უსაფრთხოა. პოლიცია ზოოპარკში 11 საათსა და 15 წუთზე სერიოზული შემთხვევის შესახებ შესული ინფორმაციის გამო მოვიდა. ამ დროისთვის დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“,_განაცხადა მან.