https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ გახდა საჭირო ევროკავშირის ჩამოყალიბება

8:18; 19.08.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მშვიდობა

სანამ რეალურ პოლიტიკურ მიზნად იქცეოდა, ევროპის გაერთიანების იდეა მხოლოდ ფილოსოფოსებისა და მეოცნებეების იდეალი იყო. მაგალითად, ვიქტორ ჰიუგო

მშვიდობიან, ჰუმანისტური იდეალებით გამსჭვალულ „ევროპის შეერთებულ შტატებზე“ ოცნებობდა.

ეს ოცნება დაამსხვრია იმ საშინელმა ომებმა, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის კონტინენტს აურაცხელი ნგრევა რომ მოუტანა.

მაგრამ მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე ახლებური იმედი აღმოცენდა. იმ ადამიანებს, ვინც ომის დროს ტოტალიტარიზმს ებრძოდა, გადაწყვეტილი ჰქონდათ,ბოლო მოეღოთ საერთაშორისო სიძულვილისთვის და მტრობისთვის ევროპაში და შეექმნათ პირობები მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. 1945-1950 წლებში რამდენიმე გაბედულმა სახელმწიფო მოღვაწემ, მათ შორის რობერ შუმანმა, კონრად ადენაუერმა, ალჩიდე დე გასპერიმ და უინსტონ ჩერჩილმა გადაწყვიტეს, თავიანთი ხალხები ახალ ეპოქაში გადასვლაში დაერწმუნებინათ.

დასავლეთ ევროპაში საერთო ინტერესებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდებოდა ახალი სტრუქტურები და მათ საფუძვლად დაედებოდა ხელშეკრულებები, რომლებიც კანონის უზენაესობას და ყველა ქვეყანას შორის თანასწორობას უზრუნველყოფდა.

ჟან მონეს იდეით შთაგონებულმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა 1950 წლის 9 მაისს წამოაყენა წინადადება, შექმნილიყო ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება. იმ ქვეყნებში, რომლებიც ოდესღაც ერთმანეთს ებრძოდნენ, ქვანახშირის მოპოვება და ფოლადის წარმოება გაერთიანდებოდა და

დაექვემდებარებოდა ერთ უმაღლეს ორგანოს. პრაქტიკული, მაგრამ ასევე ძალზე სიმბოლური სახით ომისთვის გამოყენებული ნედლეული ურთიერთშერიგებისა და მშვიდობის მისაღწევ ინსტრუმენტებად იქცეოდა.

ევროპის გაერთიანება

ევროკავშირი მხარს უჭერდა გერმანიის გაერთიანებას 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ათწლეულობის განმავლობაში „რკინის ფარდის“ მიღმა იყვნენ მოქცეულნი, მიეცათ შესაძლებლობა, აერჩიათ საკუთარი ბედი. ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ მათი მომავალი დემოკრატიული ევროპის ხალხთა რიგებშია.

უშიშროება და უსაფრთხოება

21-ე საუკუნეში ევროპის წინაშე კვლავ დგას უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხები. ევროკავშირმა ქმედითი ზომები უნდა გაატაროს თავისი წევრი სახელმწიფოების უშიშროებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან კონსტრუქციულად უნდა ითანამშრომლოს მისი საზღვრების მახლობლად მდებარე რეგიონებთან: ბალკანეთთან, ჩრდილოეთ აფრიკასთან, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთთან. მან ასევე უნდა დაიცვას საკუთარი სამხედრო და სტრატეგიული ინტერესები თავის მოკავშირეებთან (განსაკუთრებით, ნატო-ს წევრებთან) თანამშრომლობით და ევროპის უშიშროებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ჩამოყალიბებით.

შიდა და გარე უსაფრთხოება ერთი მედლის ორი მხარეა.ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისათვის აუცილებელია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყნის პოლიციის ძალებმა აქტიურად და მჭიდროდ ითანამშრომლონ. ევროკავშირის ქცევა „სივრცედ, სადაც გამეფებული იქნება თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება“, სადაც ყველა ადამიანს თანაბრად შეეძლება მართლმსაჯულებით სარგებლობა და ყველას ერთნაირად დაიცავს კანონი, ახალი გამოწვევაა, რომელიც საჭიროებს მთავრობებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. უფრო აქტიური და ქმედითი როლი უნდა ითამაშონ ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიც არის „ევროპოლი“, ევროპის პოლიციის სამსახური, და „ევროჯასტი“, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის

პროკურორებს, მოსამართლეებსა და პოლიციის ოფიცრებს შორის

ეკონომიკური და სოციალური სოლიდარობა

ევროკავშირი შეიქმნა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ამ მიზნების მიღწევას იგი ეკონომიკაში თანამშრომლობის მეშვეობით აპირებს.

ევროკავშირის ქვეყნებში მსოფლიოს მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს. ამიტომ იმისათვის, რომ უზრუნველყონ ეკონომიკური განვითარება და შეძლონ მსოფლიო არენაზე არსებულ სხვა მძლავრ ეკონომიკურ სისტემებთან კონკურენცია, ამ ხალხებმა უნდა გააგრძელონ გაერთიანება. ევროკავშირის არც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა არ არის  საკმარისად ძლიერი საიმისოდ, რომ მარტომ მოახერხოს მსოფლიო ვაჭრობაში აქტიურად ჩაბმა. მასშტაბზე გათვლილი ეკონომიკის მისაღწევად და ახალი მომხმარებლების მოსაპოვებლად ევროპულ კომპანიებს უფრო ფართო ასპარეზი სჭირდებათ, ვიდრე მათი შიდა ბაზრებია და ევროპის ერთიანი ბაზარი სთავაზობს მათ ამ ასპარეზს.

იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი ევროპის ერთიანი ბაზრისაგან, რომელიც 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავს, ევროკავშირი ყველა ღონეს ხმარობს, რათა აღმოფხვრას ვაჭრობის წინაშე არსებული დაბრკოლებები და გაათავისუფლოს კომპანიები ზედმეტი ბიუროკრატიისგან.

მაგრამ ევროპის მასშტაბის თავისუფალი კონკურენცია ევროპის მასშტაბის სოლიდარობამ უნდა დააბალანსოს.

ამას ევროპის მოქალაქეებისათვის აშკარა, ხელშესახები უპირატესობები მოაქვს: როდესაც ისინი წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლნი ხდებიან, ისინი დახმარებას ევროკავშირის ბიუჯეტიდან იღებენ. სტრუქტურული ფონდები, რომელთაც ევროკომისია მართავს, ხელს უწყობს და ავსებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ეროვნული და რეგიონული ხელისუფლებების მცდელობებს, შეამცირონ ევროპის სხვადასხვა ნაწილს შორის არსებული უთანასწორობა. ფულადი სახსრები ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხები გამოიყენება ევროპის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად (მაგალითად, ავტომაგისტრალებისა და ჩქაროსნული რკინიგზების გასაფართოებლად), ეს კი იძლევა მოშორებულ რეგიონებში ადვილად მისვლის და ტრანსევროპული ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობას.

2008 წლის მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ეკონომიკის ყველაზე მწვავე ვარდნა გამოიწვია ევროკავშირის ისტორიაში. წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს და ევროკავშირის ინსტიტუტებს სწრაფად უნდა ემოქმედათ ბანკების გადასარჩენად და ევროკავშირმა ფინანსური დახმარება გამოუყო ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს. საერთო ვალუტის არსებობამ ხელი შეუწყო ევროს სივრცის დაცვას სპეკულაციისა და დევალვაციისაგან. 2010 წელს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები შეთანხმებულად შეეცადნენ, შეემცირებინათ მათი სახელმწიფო ვალები. მომავალ წლებში ევროპის ქვეყნებისათვის დიდი გამოწვევა იქნება ერთად დგომა გლობალური კრიზისის პირისპირ და კრიზისიდან  გამოსავალი და მდგრადი განვითარების გზების ერთად ძიება.

ევროპული ქვეყნების თვითმყოფადობა და მრავალფეროვნება მსოფლიოში, რომელშიც გლობალიზების პროცესები მიმდინარეობს

ევროპის პოსტინდუსტრიული საზოგადოებები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ცხოვრების დონე სტაბილურად იზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი

განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ეს განსხვავებები შეიძლება გაფართოვდეს ისეთი ფაქტორების შედეგად, როგორებიც არის ეკონომიკური კრიზისი, წარმოების ადგილის შეცვლა, მოსახლეობის დაბერება და სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით  შეეცადონ ამ პრობლემების მოგვარებას.

მაგრამ ერთობლივი ძალისხმევის გაწევა არ ნიშნავს ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების კულტურული თუ ენობრივი თავისებურებების დაკნინებას. პირიქით, ევროკავშირის მიერ წარმოებული სხვადასხვა საქმიანობა ხელს უწყობს რეგიონული თავისებურებებისა და ტრადიციებისა და კულტურების მდიდარი მრავალფეროვნების შენარჩუნებას.

გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის ყველა სახელმწიფო ნახავს სარგებელს. ევროპული ინტეგრაციის სამოცწლიანმა ისტორიამ ცხადყო, რომ ევროკავშირი, როგორც მთლიანობა, ბევრად მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი: მას გაცილებით მეტი ეკონომიკური, სოციალური, ტექნოლოგიური, კომერციული და პოლიტიკური ზეგავლენა აქვს, ვიდრე სათითაოდ მის წევრ სახელმწიფოებს ექნებოდათ, ცალ-ცალკე რომ უწევდეთ მოქმედება. ერთობლივად მოქმედებას და ერთხმად – ევროკავშირის სახით – გამოსვლას დამატებითი სიკეთე მოაქვს დღევანდელ მსოფლიოში მზარდი ეკონომიკის ქვეყნები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, მზად არიან, გაუტოლდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც გლობალური ზესახელმწიფოები. ამიტომ დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასოდეს ერთად დგომა და „კრიტიკული მასის“ მიღწევა და ამით მსოფლიო არენაზე საკუთარი ზემოქმედების შენარჩუნება.

როგორ ახორციელებს ევროკავშირი ამ ზემოქმედებას?

  • ევროკავშირი მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ძალაა და ამიტომ გადამწყვეტ როლს ასრულებს საერთაშორისო მოლაპარაკებებში, როგორიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 159 წევრს შორის მოლაპარაკებები ან კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს კონფერენციებია;
  • ევროკავშირს მკაფიო პოზიცია უკავია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანებზე ახდენს ზეგავლენას, როგორიც არის გარემოს დაცვა, განახლებადი ენერგიის წყაროები, „პრევენციული პრინციპი“ სურსათის უსაფრთხოებაში, ბიოტექნოლოგიების ეთიკური ასპექტები, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ჯიშების დაცვის საჭიროება და ა.შ.;
  • ევროკავშირი გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად მიმართული მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მცდელობების წინა ხაზზეა. 2008 წლის დეკემბერში მან საკუთარი ინიციატივით აიღო ვალდებულება, 2020 წლისთვის 20%-ით შეამციროს სათბურის აირის ემისიები.

ძველი გამოთქმა „ძალა ერთობაშია“ დღეს ისევე აქტუალურია ევროპელებისთვის, როგორც ყოველთვის.

ფასეულობები

ევროკავშირს ამოძრავებს სურვილი, ხელი შეუწყოს ჰუმანური და პროგრესული ფასეულობების დამკვიდრებას და უზრუნველყოს, რომ კაცობრიობამ ისარგებლოს უზარმაზარი მიმდინარე გლობალური ცვლილებებით და არ შეეწიროს მათ მსხვერპლად. ადამიანების საჭიროებებს ვერ დააკმაყოფილებს მხოლოდ საბაზრო ძალები ან ცალკეული ქვეყნების მიერ განხორციელებული ცალმხრივი ქმედებები.

ევროკავშირი მოწოდებულია, დაამყაროს ჰუმანიზმი და საზოგადოების ისეთი მოდელი, რომელსაც მისი მოქალაქეების უმრავლესობა ემხრობა. ევროპელები უფრთხილდებიან ფასეულობათა მდიდარ მემკვიდრეობას: რწმენას ადამიანის უფლებებში, სოციალურ სოლიდარობას, თავისუფალ მეწარმეობას, ეკონომიკური განვითარების პროდუქტების სამართლიან განაწილებას, უფლებას, გარემო დაცული იყოს, კულტურული, ენობრივი და რელიგიური მრავალფეროვნების პატივისცემის და ტრადიციებისა და პროგრესის ჰარმონიული შერწყმის უფლებას.

ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტია 2000 წლის დეკემბერში ნიცაში გამოქვეყნდა. ლისაბონის ხელშეკრულების (რომელიც 2009 წლის 1 დეკემბერს შევიდა ძალაში) წყალობით იგი დღეს სამართლებრივად სავალდებულო შესასრულებელია. ქარტიაში ჩამოყალიბებულია ყველა ის უფლება, რომლებსაც დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მათი მოქალაქეები აღიარებენ. ამ ფასეულობებს შესწევთ უნარი, წარმოქმნან სიახლოვისა და ერთობის განცდა ევროპელებს შორის. ამის თუნდაც ერთ მაგალითად ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში სიკვდილით დასჯის გაუქმება გამოდგება.

პასკალ ფონტენი, 12 გაკვეთილი ევროპის შესახებ

#ძალაევროკავშირშია

#ძალაევროკავშირშია
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად არის შეზღუდული მოძრაობა

09:44; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა შიმშილობის დაწყებას აპირებს

20:28; 8 იანვარი, 2026

როდის დაიგება ასფალტი თამარ მეფის ქუჩაზე _ მოსახლეობის თქმით, წვიმა ეზოებს და სახლებს ტბორავს

გამოძალვაში დახმარება და სხვისი ნივთის დაზიანება - 2 პირი დააკავეს

ყველა სიახლე

მსოფლიო

ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

14:42; 9.01.2026
მსოფლიო

ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

14:18; 9.01.2026
საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9.01.2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9.01.2026
ფინანსები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

12:51; 9.01.2026
პოლიტიკა

“ახალგაზრდა ადვოკატები”: ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმეზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა საგამოძიებო ორგანოსგან ხელოვნურად გაჭიანურებულია

11:47; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა- დაკავებულია ორი პირი

11:06; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:03; 9.01.2026
Some of the 4000 Santa's that took part in the Variety Santa Run cross the finish line at The Sydney Opera House, today.
ზაფრანი

“სანტა კლაუს კროსი”

10:48; 9.01.2026
ზაფრანი

ცუდი მოგონებები დაანაკუწე!

10:39; 9.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „სტუმართმოყვარეობა“

10:30; 9.01.2026
სამართალი

“მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”

10:13; 9.01.2026
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად არის შეზღუდული მოძრაობა

9:44; 9.01.2026
ზაფრანი

უცნაური საპატარძლო

9:35; 9.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო