სოციალური ქსელებში მომხმარებლები წერენ, რომ ხარჯი არ შეუცვლიათ, თუმცა გადასახადი დენზეც და გაზზეც გაორმაგებული მიუვუდათ.
“როგორც წინა თვეში ვხარჯავდით ისევე იყო ამ თვეშიც მაგრამ გაორმაგებული მოვიდა.მაგარი გაუძვირებიათ.ყოჩაღ ამაზე კარგს ვერაფერს იზამდნენ.დენიც ორმაგია”,_ წერენ სოციალურ ქსელში მომხმარებლები.
მომხმარებელთა უფლებების ცენტრის ინფორმაციით, ენერგოომბუდსმენი აცხადებს, რომ გაზის ტარიფი გაზრდილი არ არის და გაზრდილი გადასახადის მისვლას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
“ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა. გაზრდილი გადასახადი შესაძლოა უკავშირდებოდეს:
მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს:
დაიწყება დარიცხვის სამართლებრივი შესწავლა, შეფასდება გადასახადის კანონიერება, დავის დასრულებამდე გაზის მიწოდება არ შეწყდება”,_ აცხადებს ენერგოომბუდსმენი.
როგორც ცნობილია, სემეკმა გასული წლის 29 დეკემბერს იმსჯელა სამომხმარებლო ტარიფების შესახებ.
როგორც მაშინ გადაწყდა, სემეკმა მოქმედი ტარიფების დროებით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ დროისთვის “სოკარს” ოფიციალური ინფორმაცია ტარიფის ცვლილების შესახებ გავრცელებული არ აქვს. “გურია ნიუსმა” კომპანიას კითხვით მიმართა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

































































