რეჟისორი ქეთი დოლიძე იხსენებს, რომ მისი საავტორო ფილმის “კუკარაჩას” პრემიერის შემდეგ, კანონიერმა ქურდებმა 100 ცალი ვარდი გაუგზავნეს. ამის შესახებ მან “ღამის პრაიმ-თაიმში” ისაუბრა.
“მახსოვს მამა იყო სახლში. ამოვიდა პატარა ბიჭი, გავაღე კარები და დამხვდა უზარმაზარი წითელი ვარდები, 100 ცალი. შიგნით იყო პატარა ბარათი: “დიდი მადლობა ქეთი, გენაცვალე…საქართველოს ქურდები”.
ზაზა კოლელიშვილის პერსონაჟი ნაწარმოებში ძალიან მურტალია და მე მაშინ ბატონ ნოდარს ვუთხარი: არ შემიძლია მე ასეთი რამეები, ეკრანზე მიყვარს ლამაზი ხალხი მეთქი”, – იხსენებს ქეთი დოლიძე.