ტყუპს, მშვილდოსნებსა და ქალწულებს სხვადასხვა მიზეზი აქვთ პარტნიორების შესაცვლელად. პირველი ორი მრავალფეროვნების გამო ღალატობს, ხოლო ქალწული ცდილობს, შეცვალოს პარტნიორი და მოარგოს იგი საკუთარ იდეალურ გარემოს. თუ ეს ასე არ ხდება, მან შეიძლება პარალელურად ნახოს შესაბამისი კანდიდატურა. თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, იგი ოჯახს მაინც იშვიათად დაანგრევს, რასაც ვერ ვიტყვით ტყუპსა და მშვილდოსანზე. ამ ნიშნით დაბადებული მამრები მარტივად ეგუებიან ახალ-ახალ პარტნიორებს. შესაბამისად, განქორწინებების რიცხვი მათ ცხოვრებაში შთამბეჭდავად დიდია.
ხშირად, თუმცა უმეტესად იმპულსების კარნახით ღალატობენ მეორე ნახევარს ვერძები, კირჩხიბები, მორიელები და თევზები. ასეთი მამაკაცები ღალატის ფაქტით, ასე ვთქვათ, “წყენას იქარვებენ” ქორწინების პარტნიორზე. თუმცა, ოჯახის დანგრევამდე შესაძლოა აქაც არ მივიდეს საქმე, თუ თავად მეორე ნახევარი არ გამოიჩენს უაპელაციო სიჯიუტეს და პრინციპულ მიდგომას.
იშვიათად ღალატობენ პარტნიორს კუროები, თხის რქები და ლომები. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ერთგულების კუთხით ეს სამი მამრი, ფაქტობრივად, “ჩემპიონია” სხვა ნიშნებს შორის. თუმცა მანდილოსნების გასაგონად უნდა ითქვას, რომ თუკი ასეთი პარტნიორი გყავთ, მის სიყვარულს მოფრთხილება უნდა, იმიტომ, რომ ზემოხსენებულ ინდივიდებს განსაკუთრებული პრინციპულობა ახასიათებთ და განქორწინების გადაწყვეტილებას (თუკი პარტნიორი ამისკენ უბიძგებს მათ) იშვიათად ცვლიან.