ბრიტანელი ძილის ფონდის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ გამთბარი ფეხები ტვინს ძილის სიგნალს აძლევს. ეს არ არის უსაფუძვლო ვარაუდი, რადგან ამ თემაზე სერიოზული კვლევა ჩატარდა. ექსპერიმენტის მონაწილეები ორ ჯგუფში გაანაწილეს. ერთი ჯგუფი დაწოლამდე წინდებს იცვამდა, მეორე წინდის გარეშე იძინებდა. მოხალისეები წინდებში არა მხოლოდ სწრაფად იძინებდნენ, არამედ ფეხშიშველა კოლეგებთან შედარებით უფრო ღრმად ეძინათ.
თუ ღამით გაწუხებთ სიცხის ან, პირიქით, სიცივის შეტევა, წინდები საწოლში თქვენი მუდმივი თანამგზავრი უნდა იყოს. როცა ფეხები გათბება, სისხლძარღვები გაფართოვდება და კიდურებში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება. ეს ხელს შეუწყობს სხეულის საერთო ტემპერატურის დარეგულირებას და უსიამოვნო ღამის შეტევების გაქრობას, რაც კარგად გამოძინებაში ხელს გიშლით.
თუ თქვენი ტერფის კანი მუდმივად შრება და სკდება, ნიშანია, რომ ძილის დროს წინდები ჩაიცვათ. საწოლში დაწოლამდე ფეხებზე კრემი ან სპეციალური ლოსიონი წაისვით, შემდეგ სუფთა ბამბის წინდა ჩაიცვით. პირველივე პროცედურის შემდეგ დარწმუნდებით, რომ დრო ტყუილად არ დაკარგეთ.
ძილის დროს წინდების ჩაცმას გვირჩევენ ჩინური მედიცინის მიმდევრები, რომელთა რეცეპტებიც მეცნიერულად ყოველთვის დასაბუთებული არაა, მაგრამ ათასწლიანი პრაქტიკით დადასტურებულია. აზიელი მკურნალები თვლიან, რომ სიცივე ადამიანს ართმევს სასიცოცხლო ძალას, ხოლო თბილი წინდები, პირიქით, ადამიანს მაცოცხლებელი ენერგიით კვებავს.


































































