ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბესიკ ქათამაძე და შალვა თავდიშვილი ურეკში ტროტუარების გაყიდვას აპროტესტებენ და საკრებულოს თავმჯდომარეს კორუფციაში ადანაშაულებენ.
დავით დარჩია მათ მიმართავს, რომ პოლიტიკური განცახადებები სხდომის ბოლოს გააკეთონ
ბესიკ ქათამაძე საკრებულოს დეპუტატებს მიმართავს, რომ კანონდარღვევით ხდებოდა ურეკში მიწებისა და ტროტუარების გაყიდვა. “კორუფციაში ხართ ჩაფლულები”, _ თქვა ქათამაძემ.
გიორგი ღურჯუმელიძე: გაჩერდით, ნუ ყვირით, დემაგოგები ხართ,
ხმამაღალ საუბარში შრომის დეპუატატი დავით ჭაკნელიძე ჩაერთო და ენმ-ს წარმომადგენლებსმიმართა, რომ კანონდარღვევით არანაირი მიწები არ გაყიდულა.
ღურჯუმელიძე: პირში წყალი გამოივლეთ, რატომ იძაბებით? უფრო ხმამაღლა… მოუმატეთ… დანაშაულებრივი ჯგუფი ხართ…
გელა აროშიძე: ანტიკორუფციული იძიებს ამ საქმეს და გამოჩნდება…
საკრებულომ სულ 12 საკითხს უნდა უყარონ კენჭი.