რატომ და რა მისით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპულ სასამართლოში ამ დრომდე უცნობია. ქვეყნის პირველი დიპლომატი კურიერის კითხვებს, ვისთან და რა საკითზებზე ჰქონდა მას შეხვედრა სტრასბურგში, უპასუხოდ ტოვებს.
ჯანელიძე ამბობს, რომ საკითხზე განმარტება გუშინ უკვე გააკეთა.
საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს სტრასბურგის სასამართლოში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მართავდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანელიძემ განაცხადა, სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
ჯანელიძეს არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა საუბარი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკაშირებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ 8 მარტამდე შეაჩერა. გაახანგრძლივებს თუ არა შეჩერების მექანიზმს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შესაძლოა გადაწყვეტილება დღესვე გახდეს ცნობილი.
სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებს შორის კომუნიკაცია წერილობითი სახით ხდება. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მხარეებს დაეგზავნება. სწორედ ამიტომ არ იმყოფებიან რუსთავი 2-ის იურისტები სტრასბურგის სასამართლოში, ვინაიდან კომუნიკაცია წერილობითი სახით ხდება.
rustavi2.com