დადგენილია, რომ ცნობილი და სახელგანთქმული მამაკაცები, ასაკში შესვლასთან ერთად, ხშირად ცხოვრების თანამგზავრად ირჩევენ გაცილებით ახალგაზრდა თანამეწყვილეს.
მაგრამ ეს ტენდენცია თანდათან ფეხს იკიდებს ჩვეულებრივ მოკვდავთა შორისაც: 45–49 წლის მამაკაცებს მოჰყავთ 30–34 წლის ცოლები.
დიდი ბრიტანეთის დემოგრაფიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მამაკაცები, რომლებიც ქორწინდებიან 15–17 წლით ახალგაზრდა ქალებზე, ნაადრევი გარდაცვალების რისკს იმცირებენ 5–ჯერ.
თუ მათი რჩეული 7–9 წლით ახალგაზრდაა, ნაადრევი სიკვდილის რისკი 11%–ით კლებულობს.
სამაგიეროდ, საწინააღმდეგო სურათია ქალებში: 7–9 წლით უფრო ხნიერ მამაკაცზე გათხოვილი ქალი ნაადრევი სიკვდილის რისკს იზრდის 20%–ით!