თითქმის ათ დღეზე მეტია, ოზურგეთში, ჭადრების ბაღი, სადაც ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის დახმარებით, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, „მსუბუქად“ იტბორება! ბაღის ცეტრალურ ადგილზე, დაზიანებული მილიდან, წყალი გამოდის და საფეხმავლო ბილიკებს ყველა მიმართულებით მიუყვება.
ორი დღის წინ აქ ქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლებმა აქ არსებული შადრევნის აუზი გაასუფთავეს, სადაც ფოთოლცვენისას, შემოდგომაზე, მუდამ ბევრი ხმელი მასა იყრება.
კითხვაზე, მილის შეკეთებასაც ხომ არ აპირებდნენ, აქ მომუშავეებმა გვითხრეს:
_ დღეს მხოლოდ აუზს ვასუფთვებთ. მაგ დაზიანების შესახებ კი ცნობილია და მალე შეაკეთებენო.
თუმცა, კიდევ ერთი სამუშაო კვირა დაიწყო და ბაღი კვლავ იტბორება. თან „მსუბუქად“, რადგან, ეტყობა მილი ძალიან ძლიერ უნდა იყოს გახეთქილი და დანაწევრებული, რომ შადრევანივით წამოვიდეს ნაკადი, პარალიზება მოხდეს და მერე ვიღაც ინებებს მოსვლას და შეკეთებას.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გოჩა აბაშმაძე „გურია ნიუსთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, მე არ მევალება, იმას ევალებაო…ახლა კიდევ დავრეკავ. ჩამოვლენ დღეს და გააკეთებენ, _ გვითხრა მან.
გასაკვირია, როცა აქ მოასიარულე ხალხი ჟურნალისტებს გვთხოვს პასუხს, ამ ელემენტრული სამუშაოს შესრულება რა გახდა ქალქის ცენტალურ ნაწილში, სადაც ყველზე მეტი ხალხმრავლობაა? და, გარდა ამისა, ეს სივრცე ოზურთის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს?
ავტორი