წუხელ, ასევე, გუშინწინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ღამის პირველ და ორ საათზე, შუქი გამოირთო და დილაობითაც არ არის.
„გაგვიფუჭდა ყველაფერი მაცივარში, პატარა ბავშვები გვყავს, მაწონი, რძე, საკვები პროდუტებიც…“, „აქეთ, ფეხბურთია, გადაირივნენ დიდებიც და პატარებიც, მეტი სანახაობა რაა კარგი, რომ უყურონ?“ _ ბრაზობენ ადგილობრივები და მოგვმართავენ, რომ გავარკვიოთ, რა ხდება.
„გურია ნიუსი“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის ფილიალს დაუკავშირდა.
„გავარკვევთ, ახლა. ღამით ითიშება, “-გვითხრეს აქ.
თუ რა ხდება კონკრეტულად, არავის უთქვამს. ჭანიეთიდან კი მოსახლეობა ითხოვს, სერიოზულად მიხედონ ამ პრობლემას და მეტად არ მოხდეს ყოველ ღამით შუქის გამორთვა.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე