ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში წუხელ გვიან, ღამით შუქი გამოირთო და ამ დრომდე არ არის.
„არც ქარია, არც წვიმა. სიცხე ხომ არ აწუხებს მავთულებს? გვიფუჭდება საჭმელი”,_ გაბრაზებული გვირეკავენ ადგილობრივები.
“ენერგო-პრო ჯორჯიაში” “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ შუქის გამორთვა დაზიანებას უკავშირდება.
_დიახ, წუხელ გამოირთო. რაღაც დაზიანება უნდა იყოს. გასულია ბრიგდა და მალე გაკეთდება”, – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიას “ ოზურგეთის ოფისში.
ავტორი