გურიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების 44 შემთხვევიდან 31 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 13 კი ოზურგეთში ფიქსირდება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი 31 შემთხვევიდან 25 ფოთის „აჭარის ტექსტილს“ უკავშირდება, 6 კი დაინფიცირებულებთან კონტაქტებია.
რაც შეეხება ოზურგეთს, აქ გამოვლენილი 13 ახალი შემთხვევიდან 9 ფოთის „აჭარის ტექსტილია“, 4 კი დაინფიცირებულთან კონტაქტია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება სტატისტკას – გურიაში სულ 310 დაინფიცირებულია. აქედან ოზურგეთში -190 ; ლანჩხუთში – 111 და ჩოხატაურში – 19. სულ გამოჯანმრთელებულია 165 ადამიანი. ინფიცირების აქტიურ შემთხვევად ითვლება 143. გარდაცვლილია 2.